|
2022-02-09 16:32:23, 686 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია თურნავას გადადგომაზე - წლების განმავლობაში თანამდებობაზე მყოფი მინისტრები დღევანდელ გაჩერებულ ეკონომიკაზე პასუხისმგებლები არიან
მინისტრები, რომლებიც იცვალა სხვადასხვა დროს ერთნაირად არიან პასუხისმგებლები საკუთარ უპასუხისმგებლობაში იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეკონომიკის მინისტრ თურნავას გადაყენების საკითხს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ვის ერქმევა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა იმ ტიპის ხელისუფლებაა, სადაც ასეთ ცვლილებებს კი არა ლამის პრემიერ-მინისტრი ვის ერქმევა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ მინიმუმ არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ, ეს მთავრობები მინისტრები, რომლებიც იცვალა სხვადასხვა დროს ერთნაირად არიან პასუხისმგებლები საკუთარ უპასუხისმგებლობაში იმაზე, რაც საქართველოს ეკონომიკას მოუვიდა , ლარის კურსი, ინფლაცია, ეკონომიკის ზრდის ჯერ შენელება მერე გაჩერება, ბიუროკრატიის ზრდა, ყველაფერი ეს მათი გადაწყვეტილებების შედეგია ჯამში, არა რომელიმე ერთი აღებული მინისტრის, არამედ ამ მასის რასაც ივანიშვილის გარემოცვა ქვია.“ - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)