11:34 - 25 Jul, 2026
|
2022-02-09 16:24:54, 807 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი გაერო-სგან დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს
დე ფაქტო აფხაზეთი გაერო-სგან დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ გაერო-ს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მიმართვა გაუგზავნა. შეტყობინება აფხაზეთისთვის „დამკვირვებლის სტატუსის“ მინიჭებას უკავშირდება, რომელიც შეზღუდული სახით, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს. მიმართვა რუსეთის გაერო-ს ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსეი ბორისოვის შუამავლობით გაიგზავნა, რომელთა შეხვედრაც მოსკოვში, 9 თებერვალს გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)