|
2022-02-09 12:01:59, 620 ნახვა
პოლიტიკა
ელჩი - მიშელის შეთანხმება დემოკრატიის გზამკვლევია, ევროპელ მეგობრებს აინტერესებთ, საით მიემართება საქართველო
შარლ მიშელის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს დემოკრატიის გზამკვლევს, საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საით მიემართება საქართველო. - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისვე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად ერთ-ერთი საიმედო გზა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაა. „განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული დრო გავიდა 2021 წლის 19 აპრილის შემდეგ, ეს განხილვა მნიშვნელოვნად და შესაფერისად მიმაჩნია არა მხოლოდ იმის შესაფასებლად, რა საკითხები მოგვარდა, არამედ იმ საკითხების განსახილველადაც, რაც მომავალში უნდა განხორციელდეს. საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საით მიემართება საქართველო. 19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, „რომელი გზაა?“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)