|
2022-02-09 11:50:10, 637 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - ეს პროცესი არ არის, გინდა დახურე, გინდა მოხურე, თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს
თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ პიჯაკების საქმის მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზიშვილს. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შენიშვნა მისცა და განუმარტა, რომ სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობის არ მიცემის შემთხვევაში, დარბაზს დაატოვებინებდა. „თუ გგონიათ ახლა, რომ თქვენი რომელიმეს ნათქვამი ვინმემ გაიგონა და მოისმინა, ძალიან ცდებით... ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო და არავინ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, - განაცხადა მოსამართლემ. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო არ არსებობს. „რა მნიშვნელობა აქვს, პროცესი არ არის, გინდა დახურე და გინდა მოხურე, სასამართლო არ არსებობს. თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)