13:35 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 10:14:51, 652 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 330 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 330 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 563 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე. ამასთან, გამოვლენილი 330 ფაქტიდან 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 188 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონში; იმერეთში დაფიქსირდა 38 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 19, აჭარაში - 19, გურიაში - 5, შიდა ქართლში - 5, მცხეთა-მთიანეთში - 4.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2022 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლება თბილისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინეს.

აღნიშნულ პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 31 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“,- აღნიშნავენ უწყებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics