|
2022-02-08 13:50:01, 952 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივაზე - „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა ოპოზიციური პარტიები დაიმონოს
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ოპოზიციური პარტიები, მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და შემდეგ აბულინგოს ტელევიზიებით, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე გიგი უგულავას ინიციატივას, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს. კალაძის განცხადებით, ოპოზიციამ კარგად დაინახა თუ როგორ ატერორებდა „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა დაიმონოს ყველა ოპოზიციური პარტია და მისი ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, შემდეგ აბულინგონ ტელევიზიებით. ბევრი მაგალითი შეიძლება, მოვიყვანოთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი ბულინგი მიდიოდა, როგორ ატერორებდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებს, თუნდაც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგალითად, ელისაშვილის პარტიის მაგალითი ავიღოთ, რა უქნეს ბიჭს, გადაუარეს, გაანადგურეს, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, დღეს კი, თვითონ შებრძანდნენ პარლამენტში. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)