|
2022-02-08 13:30:21, 772 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა გამოდის ინიციატივით, „ნაცმოძრობა” გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდებიან
"ნაციონალური მოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, რომელიც კონკურენციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „არსებობენ პარტიები, როგორიც არის მაგალითად იგივე „ლელო“, გახარიას პარტია და სხვა პარტიები. ახლა არის დრო, როდესაც პოლიტიკური ლიდერები და პარტიები ერთმანეთთან საერთო გზებს უნდა ნახულობდნენ და იმისთვის, რომ უფრო დიდი კოალიცია შექმნან. „ლელო“, გახარია, იგივე მარგველაშვილი, კვირიკაშვილი, ალასანია, აქეთ დადო ბაქრაძე და ვიღაცები - წარმოიდგინეთ ასეთი ტიპის ერთობა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, აქვს ფინანსური რესურსები. „ნაცმოძრობა“ უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, სადაც ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი ამ ხომალდზე შევა, ოღონდ იბრძოლებს თავისი დღის წესრიგისთვის, ოღონდ თავისი იდენტობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ ექნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)