|
2022-02-08 11:32:00, 703 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, ანნა ჩერნიშოვასთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს, რომლის განხორციელებაშიც გაეროს განვითარების პროგრამამ სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა. მინისტრის მოადგილემ ანა ჩერნიშოვას გააცნო სამინისტროს სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს უწყების საქმიანობის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ანა ჩერნიშოვას და გაეროს განვითარების პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)