|
2022-02-08 01:32:53, 738 ნახვა
პოლიტიკა
ანდჟეი დუდა - უნდა გაიმართოს NATO-საქართველოს შეხვედრა სახელმწიფო მეთაურების დონეზე
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, საქართველო უნდა იყოს მიწვეული NATO-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას უნდა აჩვენონ, რომ ეს ქვეყნები არ მიუტოვებიათ. ამის შესახებ დუდამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. "NATO-ს მადრიდის სამიტამდე საჭიროა, გაიმართოს NATO-უკრაინისა და NATO-საქართველოს შეხვედრები, ეს შევთავაზე გენერალურ მდივანს. ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, ვიდრე პეკინში ჩავიდოდი, თბილისში გავჩერდი. ვისაუბრე უსაფრთხოების სიტუაციაზე, დავინტერესდი მისი ხედვითა და შეფასებით. მე მჯერა, რომ საქართველო უნდა იყოს მიწვეული NATO-ში სახელმწიფოს მეთაურის დონეზე და უნდა შედგეს NATO-საქართველოსა და NATO-უკრაინის შეხვედრაც ამავე დონეზე, რათა მოვახდინოთ სოლიდარობის დემონსტრირება ამ ქვეყნების მიმართ, ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყნები არ მიგვიტოვებია. ეს ქვეყნები ყოველთვის ლოიალურები იყვნენ ალიანსის მიმართ და ჩვენც უნდა ვაჩვენოთ, რომ NATO-ს ისინი ახსოვს. ეს მნიშვნელოვანია NATO-ს სანდოობისთვის", — თქვა დუდამ. [საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი].
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)