|
2022-02-07 14:05:21, 1068 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სურვილის მიხედვით იცრებიან. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ვაქცინაცია სამივე სახის ვაქცინით შეუფერხებლად მიმდინარეობს სოფლებშიც. "სოფელ ახალქალაქში, აღაიანისა და კავთისხევის სასოფლო ამბულატორიებში მოქალაქეები პირველი, მეორე და მესამე დოზით აიცრნენ. სოფელ კავთისხევში იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაესწრო. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის თებერვლის თვეშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარს მიიღებენ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)