|
2022-02-07 12:46:48, 884 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოიგონა, რათა პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლონ
„ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის. "ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და უფლებრივ მდგომარეობასაც, გამომდინარე აქედან, არანაირი საჭიროება ამ კომისიის შექმნისა არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)