|
2022-02-07 12:22:33, 657 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ჩართულობით სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და აზიას შორის კიდევ უფრო გაიზარდა
2022 წლის აპრილში, ბაქო-თურქმენბაში-ბაქოს მიმართულებით, 2 ახალი გემი დაიწყებს მიმოსვლას. - ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი საკონტეინერო გადაზიდვებს მოემსახურება. გემების რაოდენობასთან ერთად, ყოველკვირეული რეისების რაოდენობაც გაორმაგდება, თუ რა თქმა უნდა ამის წინაპირობას კასპიის ზღვაზე პროგნოზირებული ამინდი შექმნის. „გადაზიდვებს საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია GR Logistics and Terminals, თურქული კომპანია Pacific Eurasia Logistics, აზერბაიჯანული კომპანია ADY Conteiner, ,,თურქმენეთის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ცენტრი“, უზბეკური კომპანია ,,უზბეკტემიროილ-ექსპედიცია“ და ყირგიზეთის რკინიგზის ოპერატორი ერთობლივად განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტზე პირველი გემი 2019 წლის აპრილიდან მოძრაობს და ამ დროისათვის 17 500 კონტეინერი აქვს ტრანსპორტირებული. აღნიშნული კავშირის კასპიის ზღვაზე გაძლიერება ქვეყნებს შორის საკონტეინერო გადაზიდვებზე ყოველწლიურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 101%-ით გაიზარდა, რაშიც თითოეულ ზემოთხსენებულ ოპერატორსა და წევრს მნიშვენლოვანი როლი მიუძღვით. მარშრუტის განვითარებისთვის შედგა არაერთი მნიშვენლოვანი შეხვედრა და საბოლოოდ იქნა მიღწეული ის შედეგები, რაც დღეს სახეზეა. ტრანსპორტირების დროის მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი 2021 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც თურქეთიდან ყირგიზეთამდე ტრანსპორტირების დრომ 18 დღე შეადგინა, თუმცა საქართველოს რკინიგზის მონაწილეობით გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა მიღწეული შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და აღნიშნულ მარშრუტზე გადაზიდვის დრო 12 დღემდე შემცირდეს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)