|
2022-02-06 13:29:40, 981 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ვაკვირდებით, რამდენად არის საქართველო მზად შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის
სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს,- საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა აკვირდება, რამდენად არის მზად საქართველო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. როგორც დეგნანმა "ამერიკის ხმასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, აშშ აფასებს მსხვერპლს, რომელიც საქართველომ სამხედრო ოპერაციებში შეიტანა. „სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა. როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად, ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)