|
2022-02-05 11:20:19, 1288 ნახვა
რეგიონი
ქვემო ქართლში, 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაციას ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ბალახაური, ხიდისყური და ნახიდური) 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 2 627 500 ლარია. "ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლო 9 წლის განმავლობაში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 60 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 32,570 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 24,820 ჰექტარზე გაუმჯობესდა. დღეისათვის ქვემო ქართლში 6,5 მლნ ლარის ღირებულების 4 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი გახდება დამატებით 2500 ჰექტარი სავარგული, ხოლო წყლის მიწოდება 810 ჰექტარზე გაუმჯობესდება." - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)