|
2022-02-04 19:17:47, 1121 ნახვა
ეკონომიკა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტულუზის დეკლარაციის” ხელმომწერები გახდნენ
4 თებერვალს, ბრიუსელში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებები „ტულუზის დეკლარაციას“ შეურთდნენ, რომელიც 2050 წლისთვის საავიაციო სფეროში ნულოვან ემისიასა და დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად. „ტულუზის დეკლარაციით“ პირველად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები, ევროკომისია, საავიაციო სფეროს მთავარი აქტორები, გაერთიანებები და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ოფიციალურად უერთდებიან ავიაციის დეკარბონიზაციას. აღნიშნული დეკლარაციით, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ICAO-ს მიერ სპეციალური პაქტის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ავიაციაში CO2-ის გაფრქვევას შეამცირებს. დღეისათვის ევროპის 200-მდე, ხოლო მსოფლისო 400 აეროპორტი უკვე სერტიფიცირებულია აეროპორტების ნახშირბადის აკრედიტაციის პროგრამაში. „ტულუზის დეკლარაციას“ ხელმომწერი ACI Europe და ავტომატურად ორგანიზაციაში გაწევირანებულმა აეროპორტებიც არიან. „თითოეული აეროპორტი, რომელიც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, საგრძნობლად ცვლის ჩვენს მომავალს, ინდუსტრიას, ეკონომიკას და საზოგადოებას. ისინი კვლავაც გვიჩვენებენ თავიანთ ამბიციებს, ხედვებს და თავიანთი დაუღალავი ქმედებების ბრწყინვალე შედეგებს. აღფრთოვანებული ვარ და აღტაცებას გამოვხატავ თითოეული მათგანით“, - ამის შესახებ ACI EUROPE-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლივიე იანკოვეცმა განაცხადა. „გვიხარია, რომ ჩვენს მიერ მართვადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, შეურთდნენ „ტულუზის დეკლარაციას“, ჩვენ მზად ვართ გამოვიჩინოთ უფრო მეტი ინიციატივა და ჩავერთოთ აეროპორტების დეკარბონიაციის პროცესში“, - აღნიშნა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)