|
2022-02-04 17:37:00, 1091 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის საქმეზე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ. განცხადების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. „2022 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე, დააკმაყოფილა, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით - შეეფარდათ პატიმრობა. ბრალდებულებს: გ.მ.-ს, დ.შ.-ს და ბ.ზ.-ს ბრალად ედებათ, ქრთამის აღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ ახდენდნენ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე, კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ქრთამის სახით ფულადი თანხების შეგროვებასა და აღებას. საქმის მასალების მიხედვით გ.ს. მოქალაქეს ფულადი თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა თითქოს მისი ნაცნობების მეშვეობით დაასაქმებდა სატრანსპორტო კომპანიაში. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მივიდა დასკვნამდე, რომ არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილებას.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)