|
2022-02-02 17:53:55, 608 ნახვა
პოლიტიკა
ხმალაძე სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებაზე - მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება იქნება
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციის გამოვლენის მიზნით, დედაქალაქის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. „სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები პერიოდულად მეორდება, მაგრამ ჩვენ - დედაქალაქის მერი, მოადგილეები, თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა ასეთ ფაქტს მოჰყვება რეაგირება. საჭიროა მეტი ყურადღება და დღეს დედაქალაქის მერმაც ისაუბრა ამ თემაზე. პერიოდულად, ჩვენ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და შიდა სამუშაო რეჟიმშიც, სამსახურის უფროსებთან, სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელებთან მუდმივად გვაქვს ამ თემაზე კომუნიკაცია. რაც შესაძლებელია, ვაკეთებთ. თუ მომავალში კიდევ იქნება მსგავსი ფაქტები, ამასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მე დეტალებზე არ ვისაუბრებ. ეს გამოძიების საგანია. გამოძიების პროცესში ყველაფერი დადგინდება და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, სამსახურებრივი გადაცდომების მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის უწყებებში მუდმივად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)