|
2022-02-02 16:00:17, 529 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებაზე - ყველამ იცის, რომ თბილისში მთავარი ქურდი კახი კალაძეა
ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი ქურდი ამ ქალაქში არის კახი კალაძე. - ასე ეხმაურება "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის მიერ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ თბილისის სატრანპორტო კომპანიის თანამშრომლების დაკავებას. მისივე თქმით, სახელმწიფო კორუფციას მოჩვენებითად ებრძვის რადგან გაზრდილი ტარიფები გადაფარონ. "სატრანსპორტო კომპანია რომ კორუფციაშია, ამაზე წლებია ვსაუბრობთ. 4-5 რიგითი თანამშრომლები კი არა, დაიწყონ თანამდებობის პირებიდან, დაწყებული კალაძით გააგრძელონ ხმალაძით და შემდეგ უკვე იმ საქალაქო სამსახურის უფროსებით და გამგებლებით, ვინც გაჭირვებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. რიგითი თანამშრომლები დააკავეს, რომ თურმე აი კორუფციას ებრძვიან. კორუფციას კი არა ებრძვიან, მოჩვენებითად ღარიბაშვილის ტყე რომ გადაფარონ, ნარმანიას ტყე რომ გადაფარონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება რომ გადაფარონ, მოვაჭრეების აყრა რომ გადაფარონ, ორხევში და აფრიკაში ადამიანების ტალახში გორაობა რომ გადაფარონ, თითქოს, კორუფციას ებრძვიან. ნაცარს ვერავის შეაყრიან თვალებში. ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი ქურდი ამ ქალაქში არის კახი კალაძე", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)