|
2022-01-27 12:45:00, 582 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 41%-ის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 24% „ოცნებას“, 9% კი „ნაცმოძრაობას“ ასახელებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 9%-მა. გამოკითხულთა 8%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 6%-მა არ იცის, ხოლო 12%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდი ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)