|
2022-01-26 11:41:52, 552 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი, ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ყველასთვის უმთავრესი საზრუნავი არის უკრაინაში ომის არდაშვება. კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. „ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. გარკვეული ურთიერთობები და განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ამ მიზეზის გამოც, არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რაც იქ მიმდინარეობს. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც სწორედ აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს!“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)