|
2022-01-25 14:19:25, 754 ნახვა
ეკონომიკა
სტარტაპ ნაკრები - Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის
ბიზნესის დაწყებისთანავე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციაა. ეს კი ხარჯებთანაა დაკავშირებული და სტარტაპმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ციფრულ სამყაროში რეკლამის გაშვებისას, რა სარგებელი დაუბრუნდება მას. სტარტაპ ნაკრების, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას შეძლებენ სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით. "ამ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შეძლებენ, დაიბრუნონ იმ თანხის 10 პროცენტი, რომლითაც ფეისბუქზე რეკლამას შეიძენენ. ეს ინიციატივა სტარტაპერისა და VISA-ის თანამშრომლობით ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახალი ბიზნესების მხარდაჭერაა", - ამბობს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი, სოფო კახიძე, ახალი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სტარტაპ ნაკრებიც, რომელიც მათ როგორც ფინანსურ, ისე არასაბანკო მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს. ბიზნესისთვის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თიბისიმ ერთ ნაკრებში გააერთიანა 5 ლარის სანაცვლოდ. ამ მიმართულებით ქართული ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია VISA-სთვისაც, რომელიც უკვე წლებია, თიბისის პარტნიორია. „VISA ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენი ეგიდით არაერთი პროექტი თუ კამპანია ხორციელდება. ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, მათთვის VISA-ს რესურსების, ინოვაციური პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების შეთავაზების გზით. ჩვენი და თიბისის შეთავაზება განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ანტრეპრენერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას, კერძოდ — ბიზნესის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში", - აღნიშნავს VISA-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე. ციფრულ ეპოქაში რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური პლატფორმა სწორედ სოციალური მედიაა. ამ გზას კიდევ უფრო ეფექტურს და მომგებიანს ხდის ქეშბექის აქცია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეთავაზებაა. სტარტაპ ნაკრებით და შესაბამისად, ამ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ 2 წლამდე დარეგისტრირებულ ბიზნესებს. თიბისისა და VISA-ს თანამშრომლობა მხოლოდ სტარტაპერის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექით არ შემოიფარგლება. VISA თიბისის გადახდის სისტემების ექსკლუზიური პარტნიორია და განვლილი წლების განმავლობაში ამ პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)