|
2022-01-21 22:10:42, 1298 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა
„ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა“, - ასე იწყება ევროპარლამენტარების: ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებული განცხადება. მათი ცნობით, ვიზიტის მიზანი პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ამაღლების გზა უნდა ყოფილიყო. „ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია წერილში. „როგორც "ჟან მონეს დიალოგის" თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს, თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიალოგში მონაწილეობისთვის დრო ვერ გამონახა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში“, - წერია განცხადებაში.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)