|
2022-01-21 21:44:51, 1114 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ყველაზე მნიშვნელოვანი მასალის 6 წუთ-ნახევარი არა გვაქვს, მასალას აკლია
„ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის 6 წუთ-ნახევარი, შიდა რაკურსით გადაღებული აკლია, არა გვაქვს. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კადრებზე ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. „ახლა გავეცანით ისევ იგივე ეპიზოდებს იმიტომ, რომ ჩვენ პირველადი დათვალიერების შემდეგ, რაღაც შეკითხვები გვქონდა და ახლაც ზუსტად ტაიმ კოდებით დავთავლეთ და 6 წუთ-ნახევარი მასალა აკლია ზუსტად იმ ვითარებას, როცა ის გადმოჰყავთ სასწრაფოდან. თითქოს ითიშება კამერა, მაგრამ ყველაზე მთავარ ადგილას როგორ შეიძლება გაითიშოს კამერა და როგორც აგვიხსნეს, ამაზე ექსპერტიზაა დანიშნული, რამდენად ეს კადრი არის გათიშვით გამოწვეული, თუ ელემენტის დაჯდომით მართლა. ამის დადგენა შესაძლებელია და რამდენად შესაძლებელია, ასევე აღდგენა ამ მასალის, თუ ის არსებობდა. 6 წუთ-ნახევარი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მასალის, შიდა რაკურსით გადაღებული, არა გვაქვს. აქ არ არის ყოველ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, საკმარისია მასალა იმისთვის რომ ყველაფერი დადგინდეს რაზეც ვსაუბრობდით, მაგრამ ეს მასალა რომ არ არის, ეს უკვე ამბავია. მეორე, რაც მე და მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს, ეს არის გორის კადრები ე.წ. საათის ეპიზოდი. ეს ჯერჯერობით, საქმეში არ არის, გამოთხოვილია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ჯერჯერობით, არ მოუწოდებია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირაში გავეცნობით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)