03:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-19 10:50:17, 700 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრები და რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-რუსეთის საბჭოზე შეხვედრების ჩასატარებლად მიიწვია.

„დღეს მე მოვიწვიე ნატო-რუსეთის საბჭოზე ალიანსის წევრები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თავიდან იქნას აცილებული შემდგომი კონფლიქტი და  მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

„კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ და ნებისმიერ შემდგომ აგრესიას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არც ერთ სხვა ქვეყანას.  მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics