|
2022-01-17 12:39:38, 1199 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა
„თიბისი“ კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, დეკემბრის ვაჭრობის მონაცემები შედარებით ზომიერი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვის გამორჩეულად ძლიერი დინამიკის ფონზე, რადგან წლიური მაჩვენებლები კვლავ მაღალია და 2019 წელთან შედარებითაც ტენდენცია მზარდია. სრული 2021 წლისთვის, წ/წ 26.9%-იანი და წ/წ 25.1%-იანი ზრდით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებმა აშშ დოლარში 2019 წლის დონეს, შესაბამისად, 11.7%-ით და 5.9%-ით გადააჭარბა. დეკემბრის ვაჭრობის დეტალური და ასევე ტურიზმისა და გზავნილების მონაცემები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. წინასწარი შეფასებით, ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა გრძელდება, გზავნილების დინამიკა კი ძლიერ ტენდენციას ინარჩუნებს. მე-4 კვარტალში, წინა კვარტლის მსგავსად, საქონლით ვაჭრობის, ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილების ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ლარის მხრივ აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე, დეკემბერში M2 ფულადი აგრეგატის ზრდა კვლავ ზომიერია. უფრო მეტიც, იმავე პერიოდის რეალური მშპ-ით შესწორების შემდეგ, ლარის ფართო ფულის მატების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. „თიბისის“ მთავარი ეკონომისტის 17 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)