19:07 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-17 08:51:42, 886 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა უკრაინისა და საქართველოსა წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია

რუსეთმა ადრეც გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კანადურ ტელეკომპანია „სიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია დიალოგში ჩართვა, რათა გამოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი აგრესორი არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმი, მხარს უჭერს დონბასში სეპარატისტებს და განახორციელა მასშტაბური კიბერთავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ.

სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად, თუმცა უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.

„რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, რომ ნატო-ს ჯარები არ უნდა გვყავდეს ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც ნატო-ში 1997 წლიდან გაწევრიანდნენ. ეს არსებითად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წევრების ნახევარს ნატო-ს ჯარები ვერ დაიცავენ. მაშინ ისინი იქნებიან ნატო-ს მეორე კლასის წევრები. ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics