01:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-12 11:56:22, 1599 ნახვა

მსოფლიო
დევნის გამო, ცნობილმა რუსმა მწერალმა ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა

ცნობილმა რუსმა მწერალმა, სატირიკოსმა და დრამატურგმა ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა. მან განაცხადა, რომ საზღვარგარეთ დაელოდოება რუსეთში უკეთესი დროის დადგომას. 
ამ გადაწყვეტუილების მიზეზად მწერალი მოსალოდნელ სისხლისსამართლებრივ დევნას ასახელებს.
„უწყების მიღების დროს, მე ყოველთვის ვცხადდებოდი დაკითხვაზე სასამართლოში. ნაწილობრივ ცნობისმოყვარეობის, ნაწილობრივ სასამართლოსადმი ნდობის, ნაწილობრივ ბედისა და ჯანსაღი აზრის გამარჯვებისადმი ბავშვობის დროს შეძენილი რწმენის გამო“, - წერს შენდეროვიჩი თავის ფეისბუკგვერდზე და დასძენს, რომ სწორედ „ჯანსაღი აზრის გამო“ აღარ აპირებს პირად მონაწილეობას სისხლის სამართლის იმ საქმეში, რომელსაც მას „კრემლის მზარეული“ პრიგოჟინი უმზადებს.
2021 წლის 30 დეკემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ვიქტორ შენდეროვიჩი "უცხოეთის აგენტების" განახლებულ სიაში შეიყვანა. სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "უფლებამოსილი სამთავრობო ორგანოებისგან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე". მიღებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც სამინისტრო აცხადებს, "ეს პირები სისტემატურად ავრცელებდნენ მასალებს ადამიანების განუსაზღვრელ წრეებში და, ამასთან, დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ".
შენდეროვიჩი 2008 წლის მოვლენების გამო საქართველოს ბოდიში მოუხადა. "ეხო მოსკვის" ეთერში შენდევიჩმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ გადაიტანა და შედეგად, საკმაოდ დიდი ტერიტორიაც დაკარგა.
მისი თქმით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთში რეპეტიცია გაიარა, შემდეგ კი დახვეწილი ფორმით ანალოგიური უკრაინაში გაიმეორა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics