21:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-09 17:02:39, 1232 ნახვა

პოლიტიკა
ჯიშკარიანი - უკრაინაში ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ, რათა სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე გამოძიება დაიწყოს

მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიან ჯიშკარიანმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გორის სამხედრო ჰოსპიტალში არაადეკვატური მკურნალობა მიმდინარეობს და შესაბამისად, დაუყოვნებლივ  მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. 

 „ვერაფერს ვიტყვით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან,როგორც პირადი ექიმი ვერ შედის, ასევე ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ნებართვა. შესაბამისად, ინფორმაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არ გვაქვს და ესეც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა, ვინაიდან, პაციენტს აქვს უფლება, მოიძიოს მეორე, ალტერნატიული აზრი. ასევე უფლება, ჩაიტაროს ექსპერტიზა.

თქვენ იცით, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალ გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, მიმდინარეობს არაადეკვატური მკურნალობა და შესაბამისად, ვითხოვთ დაუყოვნებლივ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას. 

მივმართეთ უკრაინაში ადვოკატებს და მათი დაცვის სტრატეგია ასეთია, რომ ისინი მიმართავენ მთავარ პროკურატურას უკრაინაში, რათა დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics