|
2022-01-06 14:05:38, 792 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის 6 იანვრამდე დათქმული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. ადვოკატის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ულტიმატუმის ვადა იანვრის თვის ბოლომდე გადაწია. უფლებადამცველის თქმით, თუ იანვრის თვეში სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ის პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავს. „მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის ბოლომდე, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. უკიდურეს ფორმას შეიძლება მოიცავდეს მათ შორის შიმშილობა, მაგრამ სხვა ფორმებით გამოხატვაც შეიძლება. მისი აზრით, ამ სიტუაციაში ეს პირობა არის უფრო მისაღები და ეფექტური მიზნით მისაღწევად. მე არ მახსოვს არცერთი შეუსრულებელი და დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ყოველდღე ტყუილს იძახიან იუსტიციის სამინისტროს შენობიდან და პრემიერ მინისტრის პოზიციიდან. ჩაკეტილები არიან თავიანთ სასახლეში და ჭორაობენ მიხეილ სააკაშვილზე და გაურბიან მასზე ობიექტური სასამართლოს ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მის თითოეულ განცხადებას თუ მოსაზრებას. სერიოზულობის აღქმის პრობლემა თუ ვინმეს აქვს ეს საქართველოს ხელისუფლებაა ამჯამინდელი და არა მიხეილ სააკაშვილი.”, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტი მოითხოვს, რომ დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფის მისი მონახულების ნებართვა მიეცეს და კონფიდენციალურობის დაცვით აღუდგეს კომუნიკაციის საშუალება.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)