|
2022-01-04 12:51:58, 1045 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - შინაარსში არაერთი უზუსტობაა, მთლიანობაში არის არასამართლიანი
შინაარსში არის არის არაერთი უზუსტობა, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადებაა. - ასე პასუხობს საელჩოს განცხადებას, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სადაც ნათქვამია, რომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას. მისივე თქმით, საუბარი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე არასწორია, რადგან კონკრეტული სამსახურის ორად გაყოფა მოხდა. "ჩვენს ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30 წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება.ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სამწუხაროდ არის ასეთი გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათივე მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, მსგავსი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას პარტნიორების მიმართ, რაც არ არის და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით არის ხოლმე ადამიანური შეცდომები არასწორი ინფორმაციებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების არასწორი ინფორმირება არ მოვახდინოთ. რაც შეხება უშუალოდ განცხადების შინააარს აქ არის არაერთი უზუსტობა, მთლიანობაში არის არასამართლიანი განცხადება, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც არის ძალიან სამწუხარო. საუბარია სამსახურის გაუქმებაზე არის არასწორი, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის ორად გაყოფა არათუ არ შემცირებულა არამედ ჯამურად გაფართოვდა." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)