02:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 16:54:41, 909 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 81 მისამართზე მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოსაწესრიგებლად სამუშაოები 81 მისამართზე ჩატარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანებული სახურავი ქერჩის N6 და N6 ბ საცხოვრებელ კორპუსებში ახლახან მოწესრიგდა. ქერჩის N6 კორპუსში სამუშაოები 2038 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 737 ლარი დაიხარჯა. ქერჩის N6 ბ კორპუსში კი სამუშაოები 2 286 კვ. მ. ფართობზე ჩატარდა. სამუშაოებისთვის 61 177 ლარი გამოიყო.

პროექტი გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და გამგეობის მიერ 100%-ით დაფინანსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics