21:59 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 15:10:20, 817 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რაზეც ოფიციალური დასკვნა არსებობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მიხეილ სააკაქშვილის მკურნალობა 2 კვირის წინ დასრულდა.

ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მაგალითი მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით ნამდვილად შიმშილობდა ჰქონდა სააკაშვილზე რთული მდგომარეობა, თუმცა ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. მას აქვს მოკრძალებული საშჯელი მიუხედავად მისი დანაშაულის ხარისხებისა ეს არის 6 წელი. შურისძიება არ ნისნავს როდესაც ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი. 

მურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რიფიდინგი დასრულდა, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავი დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე აქვს თუ არა ადგილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირად შურისძიებას სააკაშვილის მიმართ. კობახიძე პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკიდან არის დისტანცირებული" და  სპეკულაციაა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics