|
2021-12-28 14:27:22, 545 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძის განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანას ადგილი არ ჰქონია. რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის წნევის ცვალებადობის გამო ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. გააცნეს ძალიან მშვიდ და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია... კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მის მიმართ გამოყენებული იყოს იძულებითი ღონისძიებები. მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ მას შეენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და მიიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება". მინისტრის განმარტებით, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს ვალდებულება, პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილება ადვოკატებს შეუთანხმოს. „რაც შეეხება ადვოკატების ინფორმირებულობას, უნდა გაეცნოთ საქართველოს კანონს და იცოდეთ, რომ როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა. ადვოკატს შეუძლია, ის მოინახულოს კანონდებლობით გათვალისწინებული წესით სამუშაო დღეების განმავლობაში განსაზღვრული საათებით. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)