|
2021-12-28 13:10:54, 656 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია - მოვითხოვთ, „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა შეჩერდეს
საპარლამენტო ოპოზიციის 11 დეპუტატი უმრავლესობას "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საკაონმდებლო ინიციატივის განხლვის შეჩერებას სთხოვს. მათი განცხადებით, წინააღმდეგობის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ეს მორიგი პრეცედენტი იქნება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ. "2019 წლის 1 ნოემბრიდან მოქმედებს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი და ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც არჩეულია პარლამენტის მიერ 6 წლის ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. დღეს ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)