00:27 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 11:30:19, 784 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელი ბიუროს სხდომა მმართველმა გუნდმა შეგნებულად ჩაშალა

ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა  ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ბიუროს იმ სხდომაზე საუბრისას განაცხადა რომელიც კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა.

მის თქმით, ოპოზციამ გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

"ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯი გადაედგა ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხზე მსჯელობა, უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ალტერნატივის სახით არის ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ანალოგი, სიტყვა-სიტყვით არის იგივე. ოპოზიციას თავისი კანონპროექტი კი არ წარმოუდგენია, მათ ინსპექტორის კანონპროექტი წარმოადგინეს.“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 09:30–ზე იყო ჩანიშნული, კვორუმის არ არსებობის გამო, ვერ შედგა. სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ „ლელოს“ ალტერნატიული წინადადება უნდა დარეგისტრირებულიყო უმრავლესობის წევრების არ მისვლის გამო ჩაიშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics