00:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-28 11:24:19, 633 ნახვა

პოლიტიკა
ლონდა თოლორაია – ეს არ არის რეფორმა, ეს არის შურისძიება, შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე

ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რითიც პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვას გამოეხმაურა.

ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მოუხმობს კეთილგონიერებას და აღნიშნულ კანონპროექტს არ აქცევს კანონად. 

„ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არასდროს უთანხმებდა არავის და ეს არის შურისძიება. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლებ პრიორიტეტულია, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. გარდა იმისა, რომ არანაირი კონულტაციები ჩემთან არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირების შემდაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics