|
2021-12-28 10:12:10, 692 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სთხოვს ყველა დაინტერესებულ პირს, დაესწრონ კანონპროექტის განხილვას. "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას", – ვკითხულობთ ინსპექტორის სამსაურის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეიდან, პარლამენტის კომიტეტებში, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)