|
2021-12-27 19:36:19, 925 ნახვა
პოლიტიკა
სახალხო დამცველის თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებასთან, იგი ასევე, დისკრიმინაციულია და მიზნად დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას ისახავს. ომბუდსმენის თქმით, ეს აღნიშნული „უკიდურესად შემაშფოთებელია“. „საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან ადამიანის უფლებასთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)