19:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 19:39:16, 1924 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - დღევანდელ კვლევაში, „ომიკრონის“ 5 ახალი შემთხვევა დაემატა

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, კორონავირუსის ახალი, უფრო მეტად გადამდები „ომიკრონ“ შტამის კიდევ 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 29 შემთხვევაა სულ აღრიცხული. რამდენიმესთან დაკავშირებით კი, კვლევები მიმდინარეობს.

„როდესაც საბჭო მიდიოდა, მაშინ გამომიგზავნეს ახალი მონაცემები, 5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის, ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ტყუილად არ მიიღო დადასტურებიდან ორ დღეში ამ შტამმა „შემაშფოთებელი შტამის“ წოდება. მან შეაშფოთა მთელი სამყარო უკვე. მთელ რიგ ქვეყნებში მან ჩაანაცვლა 75%-ით „დელტა“ შტამი ამერიკაში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში საკმაოდ ბევრია. ყველამ ძალიან სერიოზულად უნდა გავითავისოთ, რომ ახალ სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე. პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 70% უნდა იქნეს აცრილი, რომ პანდემიის დასრულებისკენ წავიდეთ. მესამე დოზა უკვე ხდება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობის და პრევენციისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ „ბუსტერი“ შემდეგ, დაცვის უნარი, იგივე „ომიკრონთან“ მიმართებაში, საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics