|
2021-12-23 13:18:17, 910 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - პრეზიდენტის ძალისხმევა მნიშვნელოვანია დაპირისპირების შესამცირებლად, ჩვენ მხარს ვუჭერთ
მისალმებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობაში, დასტაბილურდეს პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ელჩის თქმით, ყველას აქვს საკუთარი ხმა და პასუხისმგებლობა პროცესში, რომელიც გულისხმობს დაპირისპირების დასრულებას, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში, რაც გულისხმობს საზოგადოების გამთლიანებას და იმ დაპირისპირების შემცირებას, რომელიც ქვეყანაშია. მისასალმებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მცდელობაში, რათა დასტაბილურდეს პოლიტიკური პროცესები და სიმშვიდე მოუტანოს ქვეყანას. ვიცით, რომ პროცესში ჩართულები არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორისაა სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ეკლესია. ყველას აქვს საკუთარი ხმა და პასუხისმგებლობა ამ პროცესში, რაც გულისხმობს დაპირისპირებების დასრულებას. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს პოზიციების შეჯამება და შემდეგ უკვე, შესრულება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)