03:08 - 26 Jul, 2026
|
2021-12-23 11:25:51, 964 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი და დაახლოებით 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 12 კარავია გაშლილი. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ 21 დეკემბერს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა. მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)