|
2021-12-22 16:41:49, 782 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობას კოვიდპანდემიის მართვაზე შეზღუდვების დაწესების უფლება 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა
საქართველოს მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 1წლით 2023-მდე გაუხანგრძლივდა. გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 4 წავიდა. კანონპროექტის ინიციატორი "ქართული ოცნება" იყო. მმართველი გუნდის განმარტებით, კანონის მიზანია, "2022 წლის 1 იანვრის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება". აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადა უკვე რამდენჯერმე გახანგრძლივდა. ცვლილების მიხედვით, კანონი მთავრობას ლოკდაუნის, კომენდანტის საათის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვის დაწესების უფლებას აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)