|
2021-12-22 13:19:11, 2414 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ვაქცინა „ომიკრონზეც“ იცავს გართულებებისა და სიკვდილიანობისგან
ვაქცინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება, იმ ქვეყნებში, სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია დაბალია სიკვდილიანობა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ომიკრონის უმეტეს შემთხევებს არ სჭირდება სტაციონალური მკურნალობა და ძირთადად ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება. "ომიკრონის შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ტექნიკური მზაობა არის, მობილიზებულია 9000-მდე საწოლი და მოხოლოდ 5000 არის დატვიტრთული, ომიკრონის უმეტეს შემთხევევბს არ სჭირდება სტაციონალური მკურნალობა, ძირთადად ექვემდებარება ამბულატორიულ მკურნალობას. ერთადერთი საჭიროა ყველამ გავითავისოთ რომ ეს არის ახალი საფრთხე. საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა. თუ მაქსიმალურად ავიყვანთ აცრის მაჩვენებელს არ დაგვჭირდება დამატებითი შეზღუდების დაწესება. იმ ქვეყნებს სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია აქვთ დაბსლი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ვაქცინაცია არის პრევენციის მთავარი საშუალება, რადგან ახალი შტამის პირობებშიც, მიუხედავად დაინფიცირებულების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობისა, დაიმახსოვრეთ, რომ ვაქცინა ომიკრონზეც იცავს გართულებებისა და სიკვდილიანობისგან. ჯანმო-ს მიერ ავტორიზებულ ყველა ვაქცინას აქვს დაცვა მთავარ ორ გართულებაზე- ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)