|
2021-12-21 12:05:21, 689 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო კრაკოვის საშობაო ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კრაკოვში გამართულ საშობაო ფესტივალზე სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ „მალინოვა“ („Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“) წარადგინა. კომპანიის წარმომადგენლები, ღვინის დეგუსტაციასთან ერთად, ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას აცნობდნენ. „პოლონეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 30%-ს აღწევს. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები 2022 წელსაც გაგრძელდება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)