|
2021-12-20 14:11:47, 809 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორს, ფადია საადას, სამხრეთ კავკასიაში ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ადამიანური კაპიტალის რეფორმის პროგრამას ამზადებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური და განათლების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიმართულებებით რჩება. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წლიდან ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უფრო გააქტიურდება.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)