|
2021-12-18 10:36:51, 593 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრს შეხვდა
თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრმა უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივან კორჩოკს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. „ჯუანშერ ბურჭულაძემ ივან კორჩოკს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სფეროში განხორციელებული პრაქტიკული მექანიზმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებები გააცნო და ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას კოლეგა, იაროსლავ ნადი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)