|
2021-12-17 19:38:44, 868 ნახვა
პოლიტიკა
გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ინდოეთის ელჩს შეხვდა
ქალაქ გორის მერიის განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კიშან დან დევალი გორში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, ვალერიან მჭედლიძესა და გორის მუნიციპალიტეტის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე, შიდა ქართლის რეგიონში საინვესტიციო, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. „ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კიშან დან დევალი და ხელისუფლების წარმადგენლები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანობის პერიოდში თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)