|
2021-12-17 13:43:18, 543 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია
„იუსტიციის სახლი დღეს „ერთი ფანჯრის" პრინციპით სრული კეთილგანწყობით მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. „ეს არის წინა ხაზი, რომელიც მომხმარებელს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, დაახლოებით, 8700 თანამშრომლის მიერ მომზადებულ პროდუქტს აწვდის და უწყების მიზანია, ამ სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ვითარდება თანამედროვე უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)