|
2021-12-17 08:26:18, 675 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კარგად ორგანიზებული და მაღალკომპეტენტურია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ქვეყნების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ღონისძიებები სასაზღვრო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. "2020 წელს საქართველო მუშაობდა სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და კანონმდებლობის დახვეწის გზით. საქართველოს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის, დაახლოებით, 350-მა ოფიცერმა გაიარა საბაზისო კონტრტერორისტული ტაქტიკის სასწავლო კურსი, რომლის ჩატარებაც უზრუნველყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების კრიმინალური გამოძიების ოფისმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)