|
2021-12-16 19:03:05, 616 ნახვა
სამართალი
დეა მამისეიშვილი 5 ივლისის საქმეზე - ისტორია დაიწერა რადიკალების მიერ და ეს უნდა დაინახოს ქართულმა მართლმსაჯულებამ
საქალაქო სასამართლოში, 5 ივლისის საქმის განხილვის შემდეგ, „მთავარი არხი“-ს ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა დაინახოს 5 ივლისის ისტორია, რომელიც რადიკალი ჰომოფობების მიერ დაიწერა. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს ჩამოყალიბებული პოზიცია და სტრატეგია, ფაქტობრივად არ გააჩნია. „წარმოვადგენ თუ არა ლგბტ თემს, რა იდეოლოგია აქვს „მთავარ არხს“, როგორია ჩემი პოლიტიკური შეხედულებები და მსოფლმხედველობა - ამ კითხვების ავტორები იყვნენ ადვოკატები, რომლებიც იცავენ რადიკალებს. ალბათ, გაკვირვებული უნდა ვიყო, თუმცა არ ვარ იმიტომ, რომ დღეს, ჩემი სამსხდომიანი გამოკითხვა დასრულდა და წინა პროცესების დროს, ძალიან ნათლად მოვისმინე როგორია დაცვის მხარის სტრატეგია და პოზიცია, რომელიც მათ ფაქტობრივად, არ აქვთ. მე არ ვესაუბრები იქ დაცვის მხარეს, ჰომოფობებს. მე მათ ვერაფერს შევაცვლევინებ. მათ 5 ივლისის განსხვავებული ისტორია იციან და ესმით, მაგრამ ისტორია დაიწერა რადიკალების მიერ და ეს უნდა დაინახოს ქართულმა მართლმსაჯულებამ“, - აღნიშნა დეა მამისეიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)